09 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
„რუსეთისთვის ნატო მტერი არ არის,” - სერგეი ლავროვი

„რუსეთისთვის ნატო მტერი არ არის,“ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „ფრანს 24-თან“ ინტერვიუში განაცხადა. თუმცა მან იმავდროულად დაადასტურა, რომ ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის ევროპის აღმოსავლეთში განთავსება რუსეთის სამხედრო დოქტრინაშიც საფრთხედ არის შეფასებული.

ლავროვის თქმით, რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი ალიანსი იყო და ერთადერთი ფორმატი, რომელიც ამჟამად შენარჩუნებულია, ნატო-რუსეთის საბჭოა. ინტერვიუში საგარეო უწყების ხელმძღვანელს დასავლეთის სანქციებზეც დაუსვეს კითხვა, რაზეც ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი გადაიტანს ამ ზეწოლას და უფრო მეტადაც გაძლიერდება. მან ამერიკელ კონგრესმენებს უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტის მიღებასთან დაკავშირებით რუსოფობიაში დასდო ბრალი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები