07 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
გერმანიასა და საფრანგეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს

გერმანიაში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი მოზარდი დააკავეს. რეიდი კიოლნის დევნილთა ბანაკში ჩაატარეს. დაკავებული 16 წლის სირიელი დევნილია. გამოძიების ინფორმაციით ის რადიკალებმა გადაიბირეს და ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.

დევნილთა ბანაკის ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და სანაგვე ურნებს ამოწმებენ. ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს საფრანგეთშიც.

გამოძიების ინფორმაციით ორივეს კავშირი ჰქონდა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერთან რაშიდ კასიმთან, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა. ის ამჟამად დაკავებულია. მას პოლიციელისა და მღვდლის მკვლელობასთან ერთად ბრალდება ტერაქტის მომზადებაც, რომლის მოწყობას პარიზში სამი ქალი აპირებდა.

დღის ამბები