07 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
მასშტაბური არეულობის გამო ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მასშტაბური არეულობის გამო, ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქალაქში ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები გაგზავნეს. ადგილობრივები უკვე რამდენიმე დღეა სამართალდამცველის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებენ, აქციები კი პოლიციასთან შეტაკებით სრულდება.

წუხელ ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა, რის შედეგადაც ერთი მომიტინგე მძიმედ დაიჭრა. დაპირისპირების დროს 15-ზე მეტი სამართალდამცველიც დაშავდა.

საპროტესტო გამოსვლები შარლოტში ორი დღის წინ განახლდა, როდესაც პოლიციელმა 43 წლის ფერადკანიან მამაკაცს ესროლა. სამართალდამცველები ირწმუნებიან, რომ ეჭვმიტანილი შეიარაღებული იყო, თუმცა ამ ვერსიას მოკლულის ოჯახი უარყოფს.

დღის ამბები