07 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
მარიონ კოტიარი ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის დაშორებასთან კავშირს უარყოფს

მარიონ კოტიარი ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის დაშორებასთან კავშირს უარყოფს. ოსკაროსანმა მსახიობმა წერილობითი განცხადება გააკეთა, რომელშიც ის ამბობს, რომ ერთადერთი მამაკაცი, რომელიც უყვარს, მისი მეუღლეა და ერთად უკვე მეორე შვილს ელოდებიან.

მარიონ კოტიარი ასევე ამბობს, რომ დიდ პატივს სცემს ანჯელინა ჯოლისაც და ბრედ პიტსაც და ამ რთულ პერიოდში ორივეს სიმშვიდეს უსურვებს.

ანჯელინა ჯოლიმ განქორწინების შესახებ განცხადება ორი დღის წინ შეიტანა. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, ლონდონის მადამ ტიუსოს მუზეუმში ჰოლივუდის ოქროს წყვილის ცვილის ფიგურებს ადგილები შეუცვალეს და ერთმანეთს დააშორეს.

დღის ამბები