07 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
ხანძარი მოსკოვში, პლასტმასის ქარხანაში - 8 მეხანძრეს ეძებენ

მოსკოვის გარეუბანში მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ პლასტმასის ქარხანაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას. ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია, თუმცა 8 მეხანძრეს ეძებენ.

ცეცხლი ქარხანაში გუშინ საღამოს გაჩნდა და შემდეგ 4 ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. მაშველებმა პერსონალის ევაკუაცია მოახდინეს.

ცეცხლის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ერთ-ერთ ვერსიად ქარხანაში დანადგარებზე მუშაობისას უსაფრთხოების ზომების დარღვევა სახელდება.

 

დღის ამბები