07 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
სროლა ქალაქ ბერლინგტონის სავაჭრო ცენტრში - დაღუპულია 4 ქალი

მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმას ვაშინგტონის შტატში. შეიარაღებული პირი ქალაქ ბერლინგტონის სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად დაღუპა 4 ქალი, კიდევ ერთი მამაკაცი უმძიმესი ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სროლის შემდეგ ბოროტმოქმედმა შენობიდან გაქცევა მოახერხა. პოლიცია მას მთელი ქალაქის მასშტაბით ეძებს და მოსახლეობას ქუჩებში გასვლისაგან თავის შეკავებას ურჩევს.

სამართალდამცველები ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენას უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებით ცდილობენ და მის ფოტოსაც ავრცელებენ.

დანაშაულის მოტივი გამოძიებისთვის ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები