07 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
ტედ კრუზმა პოზიცია შეცვალა და დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა

ტედ კრუზმა პოზიცია შეცვალა და დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა. ყოფილმა რესპუბლიკელმა კანდიდატმა, რომელმაც პარტიის ყრილობაზე დონალდ ტრამპის მხარდაჭერაზე უარი თქვა, განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ტედ კრუზი აღნიშნავს, რომ ჰილარი კლინტონი პრეზიდენტობის თანამდებობისთვის შეუფერებელი კანდიდატია, დონალდ ტრამპი კი მისი ერთადერთ კონკურენტია.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ამერიკის სპეცსამსახურმა დონალდ ტრამპის მრჩეველის კრემლთან შესაძლო კავშირის გამოძიება დაიწყო.

საუბარია კარტერ პეიჯზე, რომელიც საგარეო პოლიტიკის საკითხებს კურირებს.

გავრცელებული ცნობით, პეიჯი პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს იმ რუს ჩინოვნიკებთან, რომლებსაც ანტირუსული სანქციები შეეხოთ და ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, მათ სანქციების გაუქმებას ჰპირდება.

დღის ამბები