07 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
მილანის მოდის კვირეულმა პრადას და ჯორჯიო არმანის დეფილეებს უმასპინძლა

მილანის მოდის კვირეულმა პრადას და ჯორჯიო არმანის დეფილეებს უმასპინძლა. პრადას 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება, მიუჩია პრადას და ამერიკელი რეჟისორის დევიდ ო-რასელის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ინსტალაციის ფონზე მიმდინარეობდა.

ახალი კოლექცია 1960-იანი და 1970-იანი წლების სტილშია შექმნილი და მასში აბრეშუმის ქსოვილი, ფერადი ჩანთები და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელები ჭარბობს.

უფრო დახვეწილ სტილს სთავაზობს მომხმარებლებს ჯორჯიო არმანი. დიზაინერმა აქცენტი ქალის მიმზიდველობაზე გააკეთა და კოლექციას შარმანი უწოდა.

82 წლის დიზაინერმა, რომელიც წელს მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს აღნიშნავს, 2017 წლის გაზაფხულზე ქალებს ცისფერი, რუხი, იასამნისფერი და წითელი სამოსის ტარებას ურჩევს.  

დღის ამბები