07 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
არეულობა სირიაში - გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს

ალეპოს რეგიონში ვითარების ესკალაციის გამო გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება. შეხვედრა, რომელიც დღეს საღამოს უნდა გაიმართოს, შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოთხოვნით მოიწვიეს.

სხდომაზე ბოლო დღეებში ალეპოში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების განახლებას განიხილავენ. სამთავრობო ძალების ავიაიერიშებს გუშინ რეგიონში 45 ადამიანი ემსხვერპლა.

კონფლიქტის გამწვავების გამო საგანგებო განცხადებები გაავრცელეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ასევე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ამერიკის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

ლიდერები რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის ზავის შესანარჩუნებლად და ნდობის აღსადგენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.




დღის ამბები