07 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
ვაშინგტონში აფროამერიკელთა ისტორიის პირველი ეროვნული მუზეუმი გაიხსნა

ვაშინგტონში აფროამერიკელთა ისტორიის პირველი ეროვნული მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის კოლექცია 36 ათას ექსპონატს აერთიანებს და ის მთლიანად ფერადკანიან ამერიკელთა ცხოვრებას, ისტორიასა და კულტურას ეძღვნება. მუზეუმი ოფიციალურად პრეზიდენტმა ობამამ გახსნა. ცერემონიას სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ, მათ შორის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი.

ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ ოპრა უინფრი, უილ სმიტი და სტივი უანდერიც, რომელმაც სიმღერაც შეასრულა. მუზეუმის მშენებლობა ვაშინგტონში 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის 540 მილიონი დოლარი დაჯდა.

დღის ამბები