07 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
ბრიტანეთში ქეით მიდლტონის დის Icloud -ის გატეხვის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

ქეით მიდლტონის დის Icloud -ის სერვისის გატეხვის საქმეზე სამართალდამცველებმა 35 წლის მამაკაცი დააკავეს.

ეჭვმიტანილი ნორტემპტონ-შირის საგრაფოში აიყვანეს და ლონდონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

პიპა მიდლტონის Icloud -ის​ სერვისის გატეხვის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა.

გამოძიების ცნობით, შედეგად ჰაკერმა 3 000-მდე ფოტოზე მოიპოვა წვდომა და ისინი რამდენიმე გაზეთსაც შესთავაზა.

გამოცემა Suny წერდა, რომ მასალა პრინცი ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას ფოტოებსაც მოიცავდა და საკონტაქტო პირი მათ სანაცვლოდ 48 საათში 50 000 გირვანქა სტერლინგს ითხოვდა.

დღის ამბები