07 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
"ბარბაროსობა და არა ანტიტერორისტული ოპერაცია" - აშშ სირიაში რუსეთის ქმედებებს აფასებს

"ბარბაროსობა და არა ანტიტერორისტული ოპერაცია" - ასე შეაფასა სირიაში რუსეთის ქმედებები შეერთებული შტატების წარმომადგენელი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც სირიაში შექმნილი ვითარების გამო საგანგებოდ შეიკრიბა.

სამანტა პაუერმა უშიშროების საბჭოს დანარჩენ წევრებს მოუწოდა არ უყურონ ჩუმად ადამიანების ხოცვას.

თავის მხრივ რუსეთის ელჩმა, ვიტალი ჩურკინმა ერთ კვირიანი ზავის დარღვევაში ასადის ოპოზიცია დაადანაშაულა. მისი თქმით, სირიაში მშვიდობის დამყარება შეუძლებელ მისიად იქცა.

გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებოდ მას შემდეგ შეიკრიბა, რაც ასადის ავიაციამ ქალაქ ალეპოზე მასშტაბური იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით 80 ადამიანზე მეტია დაღუპული.

დღის ამბები