07 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების პირობას დებს

დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერმინისტრს ჰპირდება, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იერუსალიმს, განუყოფლად და ერთიანად ისრაელის დედაქალაქად აღიარებს.

პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ამის შესახებ პრემიერს ნიუ იორკში, ტრამპთაუერში მასპინძლობის დროს განუცხადა.

შეერთებული შტატები ერთ-ერთია, რომელიც აღმოსავლეთ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად არ აღიარებს, რადგან ის ისევ რჩება ისრაელი-პალესტინის სადავო ტერიტორიად. ამიტომ, ვაშინგტონს საელჩო თელავივში აქვს განთავსებული.

შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის პრემიერი ჰილარი კლინტონსაც შეხვდა.

დღის ამბები