07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
უნგრეთის პოლიცია ბუდაპეშტის ცენტრში მომხდარი აფეთქების გამოძიების დეტალებს ასაჯაროებს

უნგრეთის პოლიცია ბუდაპეშტის ცენტრში მომხდარი აფეთქების გამოძიების დეტალებს ასაჯაროებს. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დედაქალაქის სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე ხელნაკეთი ბომბი ამოქმედდა, თავდასხმის სამიზნე კი სამართალდამცველები იყვნენ.

პოლიცია 20-დან 25 წლამდე ეჭვმიტანილსაც ეძებს, რომელმაც ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამზადა. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის გამოძიებამ 40 ათასი დოლარის ოდენობის ჯილდოც დააწესა.

ბუდაპეშტში ორი დღის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად ორი სამართალდამცველი დაშავდა. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დღის ამბები