07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი მიმდინარეობს

აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი მიმდინარეობს. პლებისციტზე რამდენიმე საკითხია გატანილი, მათ შორის საპრეზიდენტო ვადის 5-დან 7 წლამდე გახანგრძლივება, საპრეზიდენტო ასაკის დაწევა, პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდა და ვიცე პრეზიდენტის პოსტის შექმნა.

ოპოზიციის განცხადებით, რეფერენდუმი ქვეყნის ლიდერის, ილჰამ ალიევის ოჯახის ძალაუფლების განმტკიცებას ისახავს მიზნად.

ალიევი აზერბაიჯანს 2003 წლიდან მართავს, მის 19 წლის ვაჟს კი პრეზიდენტის პოსტზე მემკვიდრედ მოიაზრებენ.

აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეფერენდუმი უკვე შემდგარად გამოაცხადა, რადგან მასში ამომრჩევლის 25 პროცენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.

დღის ამბები