07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
ესპანეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი მაროკოელი დააკავეს

ესპანეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი მაროკოელი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ევროპის ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობას აპირებდნენ.

ერთ-ერთი ბრალდებული სირიაში გამგზავრებას და დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანებას გეგმავდა, რის შემდეგაც ის ევროპაში თავდასხმების მოსაწყობად მომზადებასაც გაივლიდა.

თავდაპირველად ის თურქმა სამართალდამცველებმა საზღვრის გადაკვეთამდე დააკავეს და ესპანეთს გადასცეს.

გამოძიების ცნობით, მეორე ბრალდებული მას სირიაში გამგზავრებაში ეხმარებოდა. ეჭვმიტანილები ესპანეთის ჩრდილოეთით, ქალაქ მურსიას მცხოვრებლები არიან.

დღის ამბები