07 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
მილანმა Dolce & Gabbana ახალი კოლექციის ჩვენებას უმასპინძლა

მოდის კვირეულის მეხუთე დღეს მილანმა dolce @ gabbana ახალი კოლექციის ჩვენებას უმასპინძლა. ფერადი დღესასწაული ასე შეაფასეს სტუმრებმა იტალიური ბრენდის 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია.

დეფილე მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებებს შორის ყველაზე მრავალფეროვანი იყო.

დარბაზი დიზაინერებმა ბანანის ხეებითა და თეთრი ქვიშით გააფორმეს, მოდელების პარალელურად კი პოდიუმზე ქუჩის მოცეკვავეები ცეკვავდნენ.

დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატეს და ახალ კოსტიუმებზე სხვადასხვა გამოსახულების პრინტები დაიტანეს. კოლექციაში ჭარბობდა ოქროს საყურეები და თმის სამაგრებიც.

დღის ამბები