07 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
შეერთებულ შტატებში პირველი საპრეზიდენტო დებატები დასრულდა

ცოტა ხნის წინ შეერთებულ შტატებში პირველი საპრეზიდენტო დებატები დასრულდა. გადასახადების გაზრდა, საშუალო კლასის წახალისება, სამუშაო ადგილების შექმნა, შიდა და საერთაშორისო ტერორიზმი - ეს იყო ის ძირითადი თემები რაზეც ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა საკუთარი პოზიციები კიდე ერთხელ დააფიქსირეს.

დონალდ ტრამპმა დემოკრატები საერთაშორისო ტერორიზმისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში დაადანაშაულა, გააკრიტიკა ირანთან გაფორმებული ხელშეკრულება და ობამას ადმინისტრაციის სხვა მიღწევები.

კლინტონმა კიბერ უსაფრთხოებაზე ისაუბრა, როგორც მომავალი პრეზიდენტის მთავარ გამოწვევაზე და რუსეთს ამერიკის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ თავდასხმებში პირდაპირ დასდო ბრალი.

დღის ამბები