07 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
მსოფლიო კინოეკრანებზე ტიმ ბარტონის ახალი ფილმი გამოდის

მსოფლიო კინოეკრანებზე ტიმ ბარტონის ახალი ფილმი გამოდის. "მის პერეგრინის სახლი უცნაური ბავშვებისთვის", - ასე ეწოდება სათავგადასავლო სურათს, რომელიც ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნება.

რეჟისორმა სცენარს საფუძვლად დაუდო ამერიკელი საბავშვო მწერლის, რენსომ რიგზის, ამავე სახელწოდების ნოველა, რომელიც მოზარდის უცნაურ თავგადასავალზე მოგვითხრობს.

ერთ-ერთ მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი, სემუელ ელ ჯექსონი, ასრულებს.

გადაღებები შარშან, თებერვალში ლონდონიდან დაიწყო და კალიფორნიაში გაგრძელდა.

შეერთებულ შტატებში ტიმ ბარტონის ახალი ფილმის პრემიერა 30 სექტემბერს შედგება. მსოფლიო კინოეკრანებზე კი მის პერეგრინის სახლი უცნაური ბავშვებისთვის 6 ოქტომბრიდან გამოვა.

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები