07 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
93 წლის ასაკში შიმონ პერესი გარდაიცვალა

თელ ავივში 93 წლის ასაკში შიმონ პერესი გარდაიცვალა. ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი გვიან ღამით კლინიკაში დაიღუპა, სადაც ის ორი კვირის წინ ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს. ამ ხნის განმავლობაში, შიმონ პერესი მედიკამენტურ კომაში იმყოფებოდა, თუმცა მისი მდგომარეობა გუშინ უკიდურესად დამძიმდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

შიმონ პერესი ისრაელში ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნევა. 50 წლიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში იყო ქნესეტის დეპუტატი, სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ფინანსთა, საგარეო, თავდაცვისა და პრემიერმინისტრის თანამდებობაზე, ხოლო 2007-2014 წლებში ისრაელის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

1994 წელს პალესტინის ავტომონიასთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებისთვის შიმონ პერესს იცხაკ რაბინთან და იასირ არაფატთან ერთად მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაც გადაეცა.

შიმონ პერესს 30 სექტემბერს იერუსალიმში დაკრძალავენ. ცერემონიაზე დასასწრებად ისრაელში მსოფლიო ლიდერებიც ჩადიან.

დღის ამბები