07 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგის ჩამოვარდნის მიზეზები ცნობილია

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დონბასში სამგზავრო ბოინგის ჩამოგდების შესახებ მომზადებული დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საზენიტო კომპლექსი ბუკი, საიდანაც რაკეტა გაუშვეს, სნეჟნოეს დასახლებაში იყო განლაგებული.

ამ დასახლებას კი კონფლიქტის დროს პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებდნენ. გამომძიებლებმა ასევე დაადგინეს დანადგარის გადაადგილების მარშრუტიც. დასტურდება, რომ საზენიტო სისტემა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთიდან შეიტანეს.

მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო ბოინგი 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ამ შემთხვევას 298 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდართან კავშირს რუსეთი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ გამოძიება არაკვალიფიციურად ჩატარდა.

დღის ამბები