07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
სროლა სამხრეთ კაროლინაში-ერთი გარდაცვლილი და სამი დაჭრილი

ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა სამხრეთ კაროლინაში მომხდარი სროლის შედეგად. თავდამსხმელი 14 წლის მოზარდია.

მან იარაღით ჯერ საკუთარი მამა მოკლა, შემდეგ კი ახლო მდებარე დაწყებითი სკოლის ეზოში, ორი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაჭრა.

ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარის შემდეგ სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა, შეიარაღებული მოზარდი დააკავეს. მომხდარის დეტალებს გამოძიება სწავლობს.

დღის ამბები