07 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
შეერთებული შტატების სენატმა ბარაკ ობამას ვეტო დაძლია

შეერთებული შტატების სენატმა ბარაკ ობამას ვეტო დაძლია - საუბარია
კანონპროექტზე, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტში დაღუპულთა ოჯახებს საშუალებას მისცემს საუდის არაბეთის ხელისუფლებას მომხდართან კავშირის გამო უჩივლოს.

ეს პირველი ვეტოა ობამას 8 წლიანი პრეზიდენტობის მანძილზე, რომელიც სენატმა დაძლია. ბრალდებას საუდის არაბეთის მიმართ უსაფუძვლოდ მიიჩნევს თეთრი სახლი.  

11 სექტემბრის ტერაქტის შემსწავლელმა კომისიამ ძიების პროცესში საუდის არაბეთის მთავრობის მხრიდან ტერორისტული ორგანიზაციის დაფინანსების კვალი ვერ დაადასტურა, თუმცა არ გამორიცხა ზოგიერთი ოფიციალური პირის კავშირი ტერაქტთან.

დღის ამბები