07 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
შიმონ პერესის ხსოვნას ისრაელში პატივს მიაგებენ

შიმონ პერესის ხსოვნას პატივს მიაგებენ ისრაელშიც. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ცხედარი უკვე გადაასვენეს იერუსალიმში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები დაიწყო.

ქნესეთის შენობასთან იმყოფებოდნენ ისრაელის პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი. მათ შიმონ პერესის ხსოვნის პატივსაცემად სასახლე გვირგვინებით შეამკეს.

ხვალ კი უკვე იერუსალიმში მსოფლიო ლიდერები ჩავლენ და დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან. ამასთან დაკავშირებით იერუსალიმში უსაფრთხოება გააძლიერეს.

შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გუშინ, თელავივის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ის კლინიკაში ორი კვირის წინ ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს.

დღის ამბები