07 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
აშშ რუსეთს სირიის საკითხზე თანამშრომლობის შეწყვეტით ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს სირიის საკითხზე თანამშრომლობის შეწყვეტით ემუქრება. საქმე ეხება ალეპოს რეგიონში ბრძოლების გააქტიურებას.

რუსეთის ავიაციის დახმარებით სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქის აღება დაიწყეს, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თავის რუს კოლეგას ტელეფონით ელაპარაკა და განაცხადა, რომ შესაძლოა ვაშინგტონმა მოსკოვთან თანამშრომლობა შეწყვიტოს, თუ რუსეთი ალეპოზე შეტევის შესაჩერებლად და ზავის აღსადგენად დაუყოვნებლივ ნაბიჯებს არ გადადგამს.

მოგვიანებით კერის უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ისიც განაცხადეს, რომ ალეპოში ვითარების ესკალაციაზე საპასუხოდ შეერთებული შტატები არადიპლომატიურ ვარიანტებსაც განიხილავს.

დღის ამბები