07 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
ოპეკის ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ

ოპეკის ქვეყნები ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ. არაფორმალური შეხვედრა ალჟირში გაიმართა.

მოლაპარაკების დროს მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ ნავთობის მოპოვება დღეში 32 მილიონ 500 ათას ბარელამდე შეამცირონ.

ოპეკი ასევე აპირებს სხვა ქვეყნებსაც მიმართოს, რომ შეთანხმებას შეუერთდნენ. გავრცელებული ცნობით, ოპეკის ქვეყნები თითოეული სახელმწიფოსთვის ნავთობის მოპოვების კონკრეტულ მაჩვენებელს მომდევნო ოფიციალურ შეხვედრაზე განსაზღვრავენ, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

ოპეკის გადაწყვეტილება უკვე აისახა მსოფლიო ბაზარზე შავი ოქროს ფასზე. ბრენტის მარკის ნავთობი თითქმის 6 პროცენტით გაძვირდა და ერთ ბარელზე 49 დოლარი შეადგინა.

დღის ამბები