07 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
მოსკოვში შეერთებული შტატების გაფრთხილებას ტერორისტების მხარდაჭერად აფასებენ

მოსკოვში შეერთებული შტატების გაფრთხილებას ტერორისტებზე პირდაპირი გავლენის აღიარებად და მათ მხარდაჭერად აფასებენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, სირიაში სამოქალაქო ომის გაგრძელების შემთხვევაში, ექსტრემისტებმა შესაძლოა ქვეყანაში არსებული ვაკუუმით ისარგებლონ და ოპერაციები გააფართოვონ, მათ შორის რუსეთის ობიექტებსა და ქალაქებზე თავდასხმების მოწყობით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯონ კირბის ეს განცხადება პირდაპირ მუქარად ჩათვალეს, კრემლში კი განმარტეს, რომ რუსეთის ავიაცია სირიის სამთავრობო ძალების მხარდაჭერას გააგრძელებს.

გაეროს მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ალეპოში დაბომბვების შედეგად, 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაშავდა.


დღის ამბები