07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
მაჰმუდ აბასი შიმონ პერესის დაკრძალვას დაესწრება

მაჰმუდ აბასი შიმონ პერესის დაკრძალვას დაესწრება. შესაბამისი თხოვნით პალესტინის ლიდერმა ისრაელის მთავრობას უკვე მიმართა. პერესს ხვალ იერუსალიმში დაკრძალავენ, მანამდე კი მის ხსოვნას რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები ქნესეთის შენობის წინ მიაგებენ პატივს.

სამოქალაქო პანაშვიდზე დღეს შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონიც იმყოფებოდა.

შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გუშინ, თელავივის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკრძალვაზე დასასწრებად იერუსალიმში მსოფლიო ლიდერები ჩადიან, მათ შორის ბარაკ ობამა, ანგელა მერკელი, ფრანსუა ოლანდი და გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი.

დღის ამბები