07 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
შეერთებული შტატების თეთრი სახლი ნიუ ჯერსიში მატარებლის ავარიის ფაქტზე აკეთებს კომენტარს

შეერთებული შტატების თეთრი სახლი ნიუ ჯერსიში მატარებლის ავარიის ფაქტზე აკეთებს კომენტარს. პრეს სამსახურის თქმით, ჯერ ჯერობით ტერაქტის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს, თუმცა ეროვნული ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭო გამოძიებას ყველა შესაძლო მიმართულებით განაგრძობს.

ამჟამად, საბჭო ლოკომოტივიდან ამოღებული მონაცემების გაშიფვრის პროცესშია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიუ ჯერსიში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და დიდი სიჩქარით მატარებლის სადგურის შენობას შეეჯახა. დაღუპულია 1 ადამიანი 108 მგზავრი კი დაშავებულია.

დღის ამბები