07 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
იერუსალიმში შინომ პერესის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

იერუსალიმში შინომ პერესის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. სამგლოვიარო პროცესია ჰერცელის მთაზე იმართება, სადაც ისრაელის ეროვნული გმირების სასაფლაო მდებარეობს.

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტისთვის პატივის მისაგებად იერუსალიმში მსოფლიო ლიდერები ჩავიდნენ. მათ შორის არიან ბარაკ ობამა, დევიდ კემერონი, ბილ კლინტონი და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ისრაელის პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა და ბილ კლინტონმა.

93 წლის შიმონ პერესი 28 სექტემბერს თელ ავივის კლინიკაში ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.

დღის ამბები