07 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
გერმანიის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

მსხვერპლი მოჰყვა ხანძარს გერმანიაში. შემთხვევა ქალაქ ბოხუმში საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა. მაშველების განცხადებით, ცეცხლი შენობის ზედა სართულზე გაჩნდა და რამდენიმე სართულზე გავრცელდა.

მაშველებმა და პერსონალმა პაციენტების ევაკუაცია მოახდინეს, თუმცა ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ცეცხლის ჩასაქრობად მაშველებს სამ საათზე მეტი დასჭირდათ. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები