07 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
ნიუ-ჯერსიში მომხდარ ავარიას ამერიკელი სამართალდამცველები იძიებენ - კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია

ამერიკელი სამართალდამცველები ნიუ-ჯერსიში მომხდარ ავარიას იძიებენ. ბოლო მონაცემით, ერთი ადამიანი დაიღუპა, 114 კი დაშავდა. მათ შორის მემანქანეც, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა. კატასტროფა ჰობოკენის რკინიგზის სადგურზე მოხდა.

მაღალი სიჩქარით მიმავალი მატარებელი ჯერ პლატფორმას შეეჯახა, შემდეგ კი სადგურის მოსაცდელ დარბაზში შევარდა.

გარდაცვლილი, ქალია, რომელიც ავარიის დროს პლატფორმაზე იდგა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები