09 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
საფრანგეთი "მისტრალის" გადაცემამდე რუსეთს პირობას უყენებს

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რუსეთისთვის "მისტრალის" მიწოდების საფუძველი არ არსებობს.

განცხადება ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხის გადასაჭრელად უკრაინის კრიზისში პროგრესის მიღწევაა აუცილებელი.

პრესკონფერენციაზე ფრანსუა ოლანდმა ისიც დაადასტურა, რომ პირველი მისტრალის რუსულმა ეკიპაჟმა საფრანგეთის პორტი სამხედრო ხომალდის გარეშე დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები