09 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
აშშ-მა ყირიმს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს ახალი სანქციები დაუწესა. 

ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს, რომლის თანახმად, ბრძანებას 19 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოაწერა ხელი. 

ბრძანების თანახმად, აშშ-ის მოქალაქეებს ყირიმში ინვესტიციების განხორციელება და ყირიმიდან აშშ-ში ნებისიერი პროდუქციის შეტანა ეკრძალებათ. 

"ახალი ბრძნება ადასტურებს, რომ აშშ არ შეეგუება რუსულ ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიის მცდელობას," - განაცხადა ბარაკ ობამამ. 

უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა კანადამაც. 

დღეიდან შევა ძალაში ევროკავშირის მიერ ყირიმისთვის დაწესებული გამკაცრებული სანქციებიც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები