09 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
ლუკაშენკომ პოროშენკოს დახმარება აღუთქვა

კიევში კი უკრაინის პრეზიდენტმა თავის ბელარუს კოლეგას უმასპინძლა. პეტრო პოროშენკომ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მინსკის ფორმატის ფარგლებში მოლაპარაკებები პრორუს სეპარატისტებთან უახლოეს მომავალში აღდგება.

"მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ბელორუსის ერთგვაროვანი პოზიციისთვის და უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის. თქვენ არ აღიარეთ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში ჩატარებული ე.წ. არჩევნები. ამისთვისაც მინდა თქვენ მიმართ მადლიერება გამოვხატო," - განუცხადა პოროშენკომ ბელარუს კოლეგას.

თავის მხრივ, ბელორუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოფიციალური მინსკი მზადაა შეასრულოს შუამავლის ფუნქცია.

"ეს ადრეც გითხარით და ახლაც გავიმეორებ: თუ არის ისეთი რამ, რაც გჭირდებათ ბელორუსისგან, უბრალოდ მითხარით. ჩვენ ამას 24 საათში გავაკეთებთ. ჩვენთვის ეს თამაში არაა. ჩვენ მეზობლები ვართ. მოძმე ერები. ამბობენ, რომ ლუკაშენკოს რაღაცის ეშინია. მე არაფრის არ მეშინია," - განაცხადა ლუკაშენკომ.

ამ ვიზიტის პარალელურად, უკრაინაში რუსული ჰუმანიტარული ტვირთის მორიგი პარტია შევიდა. რუსული მხარის ინფორმაციით, 180 მანქანისგან შემდგარმა კოლონამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში ნაძვის ხეები, სათამაშოები და კვების პროდუქტები ჩაიტანა. მანქანების დაცლის პროცესს სეპარატისტულ რეგიონებში ესწრებოდნენ ეუთოს წარმომადგენლები.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები