09 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
მედვედევი უკრაინას პოტენციურ სამხედრო მოწინააღმდეგეს უწოდებს

რუსეთის პრემიერი უკრაინას პოტენციურ სამხედრო მოწინააღმდეგედ მიიჩნევს, თუ ქვეყანა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადს გააკეთებს. ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება.

ის ბარაკ ობამას მიერ გასულ კვირაში ხელმოწერილ დოკუმენტსაც შეეხო, რომელიც პრეზიდენტს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების მიღების უფლებამოსილებას ანიჭებს.

მედვედევის თქმით, ეს ანტირუსული დოკუმენტია და ის, ჯექსონ-ვენიკის კანონის მსგავსად, ათწლეულების განმავლობაში გააფუჭებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.

მედვედევი წერს, რომ ვაშინგტონისა და კიევის აღნიშნული გადაწყვეტილებები ნეგატიურ შედეგს გამოიღებს და რუსეთი მათზე რეაგირებას აუცილებლად მოახდენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები