19 მაისი 2024,   22:26
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, მარინ ლე პენი, სასამართლოში დაიბარეს

ევროკავშირის თანხების ბოროტად გამოყენების სკანდალთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, მარინ ლე პენი, სასამართლოში დაიბარეს.

შეხვედრა მომდევნო პარასკევისთვის არის ჩანიშნული, თუმცა, ადვოკატის განცხადებით, ნაციონალური ფრონტის ლიდერი სასამართლოში მისვლას საარჩევნო კამპანიის დასრულებამდე არ აპირებს.

პრეზიდენტობის კანდიდატის დაკითხვაზე დაბარება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას დაემთხვა, რომელმაც მარინ ლე პენს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

ნაციონალური ფრონტის ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება 2015 წელს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს, როდესაც ლე პენმა სოციალურ ქსელში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიერ ადამიანების მკვლელობის ფოტოები გამოაქვეყნა.

დღის ამბები