19 მაისი 2024,   22:26
ვრცლად
საკონსტიტუციო კომისიის სხდომა - პრეზიდენტის უფლებამოსილების გადახედვა ამჟამინდელი პრეზიდენტის განცხადებებზეა დამოკიდებული

საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის პრეზიდენტს არაკორექტული განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. კობახიძის განმარტებით, გადაიხედება ვადები, რათა პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევა, 2023-ის ნაცვლად, უკვე 2018 წელსვე მოხდეს.

ირაკლი კობახიძის განცხადება, კომისიის წევრების ნაწილმა პრეზიდენტის დაშანტაჟებად გაიგო. არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებისთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკონსტიტუციო გადაწყვეტილებების შეცვლა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო მიუღებელია.

ირაკლი კობახიძეს, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებისგან განსხვავებით, მმართველი გუნდი ეთანხმება. ქვეყნის პირველი პირის პარლამენტის მიერ არჩევის გარდა, პრეზიდენტის ინსტიტუტი კიდევ რამდენიმე მიმართულებით იზღუდება.

უმრავლესობის ინიციატივით პრეზიდენტს შესაძლოა, აღარ ჰქონდეს უზენაეს სასამრთლოს კანდიდატების წარდგენის უფლება, გაუქმდება უშიშროების საბჭო, რომელსაც მხოლოდ საომარი მდგომარეობისას მომუშავე ორგანო შეცვლის.

საკონსტიტუციო კომისიის მიერ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში სხვა ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყნის პირველი პირი აღარ დაამტკიცებს ელჩებს. ასევე, პირველ პირს შესაძლოა, შეწყალების, კანონზე ვეტოს დადების და ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილებაზე პრემიერის თანხმობა დასჭირდეს.

დღის ამბები