19 მაისი 2024,   21:39
ვრცლად
ძალიან ბევრი რამ არის ბუნდოვანი - გიორგი აბაშიშვილი პრემიერმინისტრის ინიციატივას აფასებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის საკითხის ბუნდოვანებაზე საუბრობს.

„მედია ომბუდსმენის იდეა შესაძლებელია ეს გარკვეული ტიპის პრობლემის პრევენციად არის ნახსენები. უფრო სწორად პრევენცია, ალბათ, უკვე ვეღარ იქნება, პრობლემის გარკვეულწილად მოგვარებად შესაძლებელია იყოს აღქმული. ძალიან ბევრი რამ არის აქ ჯერჯერობით ბუნდოვანი, მხოლოდ იდეაა და თუ რა როგორ უნდა ფუნქციონირებდეს, მგონი არავინ არ იცის,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კურიერის ეთერში გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ ინსტიტუტის შექმნის შემთხვევაში არცერთი სახელისუფლებო შტო არ უნდა ერეოდეს მის საქმიანობაში, მათ შორის, არც მედია ომბუდსმენის კანდიდატურის შექმნაში.

„ერთი რამ არის ცხადი, თუ მედია ომბუდსმენის იდეა მომავალში რეალურად უნდა განვითარდეს და მიიღოს გარკვეული სახე და ამის შესახებ გარკვეული ტიპის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ვფიქრობ, რომ კანდიდატურის შერჩევაში არცერთი სახელისუფლებო შტო არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში ჩართული,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა

დღის ამბები