19 მაისი 2024,   22:05
ვრცლად
დაანონსებული რეფორმა გადაიდო - საზოგადოებრივ მაუწყებელზე 17 ივლისამდე ყველა გადაცემა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს 

დაანონსებული რეფორმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაახლოებით 4 თვით გადაიდო. მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარის განცხადებით, 17 ივლისამდე ყველა გადაცემა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემები ზაფხულამდე გაგრძელდება, არხის ახალი გენერალური დირექტორი 10 მარტიდან კონკურსის პროცედურების დაწყებას მაინც აანონსებს. გეგმა, რომლის მიხედვითაც მაუწყებლის რეფორმა უნდა ჩატარდეს, ხვალ საბოლოოდ უნდა დამტკიცდეს, ვასილ მაღლაფერიძე მანამდე დაგეგმილ ცვლილებებზე არ საუბრობს.

17 ივლისამდე გადაცემების გაგრძელების მიუხედავად მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილს ახალი დირექტორის და სამეურვეო საბჭოს დაპირების უნდობლობას უცხადებენ. ისინი ხელმძღვანელობისგან რეფორმის დეტალურად გაწერილ დოკუმენტს ითხოვენ.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეფორმის საბოლოო გეგმა ხვალ უნდა დამტკიცდეს. როგორ გააგრძელებს ზაფხულამდე არხი მაუწყებლობას ბორდის სხდომაზე გადაწყდება.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი. 

დღის ამბები