19 მაისი 2024,   21:38
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - გიორგი მამალაძის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა

ციანიდის საქმეში შორენა თეთრუაშვილი დაზარალებული სტატუსით ფიგურირებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჩხრეკისას ბრალდებულის სახლიდან ამოღებული იარაღი პროკურატურის მთავრ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს, ეკუთვნის.

შორენა თეთრუაშვილი პროკურატურამ გასულ კვირას დაკითხა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებას ე.წ. ციანიდის საქმის დაზარალებულის დაკითხვის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.

ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულსაც კითხვები აქვს თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიენიჭა შორენა თეთრუაშვილს დაზარალებულის სტატუსი.

ციხეში დღევანდელი ვიზიტის შემდეგ მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზის უფლებები მისი დაკავების მომენტშივე დაირღვა, რადგან მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩანთა კი საიდანაც ციანიდი ამოიღეს 9 საათზე მეტი გამომძიებლებს ჰქონდათ.

ამ დრომდე ადვოკატებს ოჯახის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით პროკურატურისგან პასუხი არ მიუღიათ.

დაკავების დღიდან დეკანოზი ზიარებას ითხოვს, დღეს გაირკვა, რომ წმინდა ზიარების საკითხი ბათუმიდან მეუფე დიმიტრის ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა. სასულიერო პირი სინოდის სხდომას დაესწრება, რომელიც 9 მარტს უნდა გაიმართოს.

დღეს დილით პროკურატურამ საპატრიარქოდან ბრალდებული დეკანოზის პირადი ნივთები და დოკუმენტაცია გაიტანა. ჩხრეკა-ამოღებას ადვოკატები არ ესწრებოდნენ.

დღის ამბები