19 მაისი 2024,   21:38
ვრცლად
გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა დაიწყო - ჩაკეტილი საოკუპაციო ხაზი მოსახლეობაზე უკვე აისახა 

რუსებმა და აფხაზებმა ახალი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა უკვე დაიწყეს. ოტობაია-ორსანტიას გარდა, უქმდება ნაბაკევი ხურჩის ე.წ. გადასასვლელი პუნქტიც. ანუ ოკუპირებული აფხაზეთისკენ გადაადგილება, მხოლოდ ენგურის ხიდით იქნება შესაძლებელი, რაც მიმდებარე სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას გზას რამდენიმე ათეული კილომეტრით გაუგრძელებს, მათ შორის მოსწავლეებს, რომლებიც ოკუპირებული ხაზის მიღმა სკოლებსა და ბაღებში დადიან.

მოსახლეობა წუხს, რომ არა მარტო მათი თავისუფალი გადაადგილების, არამედ განათლების უფლებაც ირღვევა. მოსახლეობას პრობლემებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაანონსებული ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტის ამოქმედებაც შეუქმნის, რის შემდეგაც ტვირთები, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტების განბაჟებას დაექვემდებარება.

საკითხის დაყენებას ყველა შესაძლო ფორმატში გეგმავს ციხელაშვილის უწყება. მინისტრის განცხადებით, ეს გადაწყვტილება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს და ადგილზე ჰუმანიტარული კუთხით ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ ხელისუფლება საერთაშორისო ბერკეტებს ვერ იყენებს.

საკითხის სირთულეზე და ყველა შესაძლო საშუალების ამოქმედების აუცილებლობაზე საუბრობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ავტორი: სოფო ზურაბიანი. 

დღის ამბები