18 ნოემბერი 2024,   23:15
ვრცლად
"ვაგებ პასუხს, რომ სახელმძღვანელოები იქნება ძალიან ხარისხიანი“ - ალექსანდრე ჯეჯელავა

განათლების მინისტრის განცხადებით, ახალი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი უკვე დაწყებულია. ალექსანდრე ჯეჯელავა იმ გამომცემლობების განცხადებებს პასუხობს, რომლებიც ფიქრობენ, რომ გრიფირების პროცესის შეფერხება ზიანის მომტანია. მინისტრის თქმით, სწორედ ეს გამომცემლობები უხარისხო სახელმძღვანელოების მაღალ ფასად დაბეჭდვაში ცნობილები არიან.

რაც შეეხება უშუალოდ სახელმძღვანელოების ბეჭდვას - მის ხარისხზე პასუხისმგებლობას პირადად მინისტრი იღებს.

„ჩვენ ჯერ გადავარჩევთ საუკეთესო სახელმძღვანელოებს და შემდეგ საუკეთესოებში შედგება უკვე საფასო კონკურენცია. საუკეთესოებში ყველაზე დაბალი ფასის რამდენიმე, ასე ვთქვათ, მიიღებს გრიფირებას. ის გამომცემლები, ვისაც ყველაზე მაღალი პრეტენზიები აქვთ, ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ ცუდი სახელმძღვანელოების გამოშვების მაღალ ფასად. მათი წუხილი სახელმძღვანელოების ხარისხზე, მე მგონი უადგილოა. მე დარწმუნებული ვარ და ვაგებ პასუხს, რომ სახელმძღვანელოები იქნება ძალიან ხარისხიანი,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები