ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 250 წლის წიფელი ტრანსპორტირების დროს შუაზე გადატყდა. მცენარე შეკვეთილში სოფელ ნატანებიდან გადაჰქონდათ.
ყოფილმა პრემიერმა ხე სურმავების ოჯახისგან 5 ათას დოლარად შეიძინა. მომხდარის გამო, ჩაკეტილია ნატანები-ლეკურის დამაკავშირებელი გზა.
რა გახდა ხის დაზიანების მიზეზი, უცნობია. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები ამის შესახებ არ საუბრობენ.