სტრასბურგის სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენა ადვილი არ არის - ამ განცხადებით, სახალხო დამცველი პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა და ამიტომ შეაჩერა რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.
ომბუდსმენის თქმით, პოლიტიკოსები ამ ტიპის განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. უჩა ნანუაშვილი განმარტებას აკეთებს სტრასბურგში სახალხო დამცველის აპარატის მიერ გადაგზავნილ მასალაზეც და აცხადებს, რომ მისი ყველა პუნქტი არგუმენტირებული იყო.
„ადვილი არ არის ზეგავლენის მოხდენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო და გადაწყვეტილებებს რა თქმა უდნა იღებს დამოუკიდებლად.
ჩვენ ვსწავლობდით საქმეს მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილების ჩაბარების პროცედურები დარღვევებით წარიმართა. ასევე უზენაესი სასამართლოს ზეპირი განხილვა საქმის ჩვენი აზრით, არ იყო გამართლებული,“-აცხადებს უჩა ნანუაშვილი.