ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე შვილის დაკავების ვიდეოკადრებს ასაჯაროებს. ჟურნალისტის განცხადებით ეს ვიდეომასალა მას ერთ-ერთმა მოწმემ მიაწოდა, რომელიც თავადვე შეესწრო დავით ხარშილაძის დაკავებას. მომხდარზე თავად მოწმეც საუბრობს, რომელიც ამ ფაქტზე და აცხადებს, რომ მან სამართალდამვცელებს არაერთხელ მიმართა თხოვნით, ჩხრეკას დასწრებოდა, რაზეც უარი მიიღო. ასევე ვიდეოში ისმის თავად ბრალდებული დავით ხარშილაძის ხმაც, რომ მას ნარკოტიკი არ აქვს.
საქმის მასალების მიხედვით, დავით ხარშილაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ დაკავებაში და ჩხრეკაში მონაწილეობდა 3 პოლიციელი, თუმცა კადრებში ადგილზე ათამდე პოლიციელი ჩანს.
„არ დამასწრეს ჩხრეკას, იმიტომ რომ ჩაგიდეს,“ - ისმის თვითმხილველის ხმა ვიდეოჩანაწერში.