საკუთარი წინაპრებისა და ახლობლების საფლავებზე გასვლას ხელოვნური ბარიერების გამო ამჯერადაც ვერ შეძლებს შიდა ქართლის მოსახლეობის ნაწილი.
ოკუპირებული ტერიტორიის ახლოს მცხოვრებთა თქმით, მავთულხლართებმა მათ საძოვრები და მიწები დააკარგვინა, თუმცა მათთვის უფრო მტკივნეული საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი სასაფლაოა. წლიდან წლამდე მოსახლეობას იმედი აქვს, რომ მხარეები მოლაპარაკებას შეძლებენ და ისინი საფლავებზე გასვლას ოდესმე მაინც შეძლებენ.