18 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
სააღდგომო საჩუქრები კახელი ჩინოვნიკებისთვის - პრემიების რაოდენობამ ნახევარ მილიონ ლარს გადააჭარბა

კახეთის მუნიციპალიტეტების თანამშრომლების წინასააღდგომო წახალისება - საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე დიდი თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების ანაზღაურებისთვის გურჯაანში გაიცა.

საერთო ჯამში, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 ათასი ლარი გამოიყო. წინასააღდგომოდ გაცემული პრემიების შესახებ მცირე განმარტებას აკეთებს გურჯაანის გამგებელი გია გერგიძე, რომელიც ადასტურებს, რომ გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა ხელფასის 50 პროცენტი საჩუქრად, დღესასწაულის აღსანიშნავად მიიღეს.

სადღესასწაულოდ თანხების გაცემას არასწორად მიიჩნევს გურჯაანის ოპოზიცია, პრემიების გაცემის თემით უკმაყოფილოები არიან გადასახადის გადამხდელებიც.

პრემიების სიდიდის მიხედვით, მეორე ადგილზე ლაგოდეხის რაიონია. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე აქ 60 ათასი ლარი დარიგდა. პრემიებისა თუ მე-13 ხელფასის გაცემას მუნიციპალიტეტში აპროტესტებენ ლაგოდეხის მაცხოვრებლებიც.

პრემიები გაიცა კახეთის რეგიონის სხვა რაიონების მუნიციპალიტეტებშიც. წინასააღდგომოდ საჯარო მოხელეებზე გაცემული ფულადი საჩუქრის საერთო რაოდენობამ ნახევარ მილიონ ლარს გადააჭარბა.

 

ავტორი: ია გულიაშვილი 

დღის ამბები