ელისო კილაძეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ. ალექსანდრე ჯაფოშვილის განცხადებით, ქრონიკა პლუსის რედაქტორმა გუშინ იმ სამართალდამცველებს შორის დაასახელა, ვინც ელისო კილაძის შვილის დაკავებაში მონაწილეობდა მაშინ, როდესაც, მისი თქმით, პოლიციაში 2004 წლიდან არ მუშაობს და დავით ხარშილაძის საქმესთან შეხება არასდროს ჰქონია.
ჯაფოშვილი ჟურნალისტის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.
განცხადებას ქრონიკა პლუსის რედაქტორი გამოეხმაურა. ელისო კილაძის განცხადებით, ალექსანდრე ჯაფოშვილი 2016 წლის მონაცემებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელია და თბილისის პროკურატურამ ის მოწმის სტატუსითაც დაკითხა.