17 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
მოგლეჯილი ხე, დაზიანებული ეკლესია და საცხოვრებელი სახლი - გურჯაანის რაიონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

გურჯაანის რაიონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა ქარმა სოფელ ვეჯინში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დააზიანა, რომელსაც ეზოში მდგარი ასწლოვანი ნაძვის ხე დაეცა. მოგლეჯილმა ხემ კელიები და მიმდებარე მაღაზიაც აზარალა.

სოფელ ახაშენში კი ძულიაშვილების საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად აქვს მოხდილი. თუნუქის ფურცლები რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით დაეცა. დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზებიც.

სტიქიის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს ხვდება.

დღის ამბები